ღია წერილი მრავალპარტიული დებატების გამართვის მოთხოვნით

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას

საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალურ დირექტორს
ბატონ გიორგი ბარათაშვილს
საქართველოს ტელე-მაუწყებლებს

პოლიტიკურ პარტიებს შორის მედია-სივრცის თანაბრობა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ბოლოდროინდელი ტენდენციით, წამყვან პოლიტიკურ შოუებში დებატების ფორმატი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პოლიტიკური ძალისთვის პრაქტიკულად დახურულია.
საქართველოს რეალური ოპოზიციური პარტიები მოგმართავთ წინადადებით:
საერთო მაუწყებლებმა უზრუნველყონ მრავალპარტიული დებატების გამართვა, სადაც წარმოდგენილი იქნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი და არა მხოლოდ 2 პარტია („ოცნება“ და „ნაციონალები“);
მრავალპარტიული დებატების ფორმატში არადისკრიმინაციულად შესაბამისი დრო დაუთმოთ ქვემორე ხელისმომწერ პოლიტიკურ პარტიებს;
გთხოვთ, ჩვენი წინადადება განიხილოთ კომისიის/ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.
„თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა

„რეფორმატორები“ – ირაკლი ღლონტი

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ – ზურაბ ხარატიშვილი

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა

banner
წინა სტატიაშისპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს