ღია მმართველობის პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნენ

საქართველოს პარლამენტში ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციის მეორე სხდომაზე, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა მოკლედ ისაუბრეს მათ ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ამ კუთხით დანერგილ სიახლეებზე.
როგორც “თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სხდომაზე, მოხსენებებით წარსდგნენ: ლიტვის სეიმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაიდას გედვილასი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი დუბრავკა ფილიპოვსკი, ხორვატიის პარლამენტის დეპუტატი, კაროლინა ლეაკოვიჩი, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, დმიტრო ლუბინეცი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე, გუგული მაღრაძე.
სხდომის მოდერატორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, ლეზ ოკოენის განაცხადებით, აშშ-ის კონგრესი თავის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც დემოკრატიის ინსტიტუტი, თუმცა გარკვეულ ეტაპზე, მაინც გახდა საჭირო რიგი რეფორმების გატარება.
“კერძოდ, დამკვიდრდა ღია შეხვედრების ინსტიტუტი, შემოღებული იქნა ღია დებატები, დაიწყო სესიების ტელევიზიით ტრანსლირება. მისი თქმით, პარლამენტის საქმიანობაში აუცილებელია ცვლილებების შეტანა და საჭიროა მუდმივი ძალისხმევა, რომ დამკვიდრებულმა სიახლეებმა არ დაკარგოს ეფექტურობა. ,,პარლამენტი უნდა იყოს პროაქტიული და ახალი ტექნოლოგიები მას ამაში ეხმარება”,-განაცხადა ლეზ ოკოენმა.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაიდას გედვილასმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმასა, რომ ლიტვა ახალგაზრდა სახელმწიფოა, მას უკვე დაუგროვდა გარკვეული გამოცდილება პარლამენტის ღიაობის მიმართულებით. მისი თქმით, ლიტვის სეიმი არის ღია და გახსნილი ინსტიტუტი საზოგადოებისთვის. ვაიდას გედვილასმა ისაუბრა სეიმში განხორციელებულ პროექტებზე, სიახლეებზე, სხვადასხვა დეპარტამენტების და მათ შორის კომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობაზე, რაც ღიაობის პრინციპებს ემყარება. მისი განცხადებით, პარლამენტის საქმიანობის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საინფორმაციიო ტექნოლოგიების დანერგვას.
სერბეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატის, დუბრავკა ფილიპოვსკის თქმით, სერბეთის პარლამენტის საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდა და პარლამენტის გამჭვირვალობა. მისი განცხადებით, პარლამენტის ღიაობის ხარისხის გაზრდის მიზნით, შემოღებული იქნა: საზოგადოებრივი მოსმენები სხვადასხვა საკითხებზე და მობილური სხდომები. როგორც სერბეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა აღნიშნა, მნიშვნლოვანია აგრეთვე, რომ სერბეთი მონაწილეობას იღებს GOPAC-ის (გლობალური ორგანიზაცია პარლამენტარები კორუფციის წინააღმდეგ) პროგრამაში.
ხორვატიის პარლამენტის დეპუტატმა, კაროლინა ლეაკოვიჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ციფრული მექანიზმების გამოყენება. მისი თქმით, ხორვატიის პარლამენტი საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით ახორციელებს ელქტრონულ კონსულტაციებს და მართავს საჯარო დისკუსიებს კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე. კაროლინა ლეაკოვიჩმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა მოქალაქეთა პოლიტიკით დაინტერესება, ამიტომ აუცილებელია, რომ პოლიტიკოსები იყვენენ მუდმივ ინტერაქციაში საზოგადოებასთან.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, დმიტრო ლუბინეცმა კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება შეაჩერა უკრაინის როგორც საშინაო, ასევე საგარეო გამოწვევებზე, რომლებიც გავლენასა ახდენენ საპარლამენტო საქმიანობაზე. მან ისაუბრა პარლამენტის ღიაობის კუთხით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, გეგმეზე და არსებულ სირთულეებზე.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, გუგული მაღრაძემ ფორუმის მონაწილეებს ღია მმართველობის პროგრამაში საქართველოს ხელისუფლების ჩართულობასა და ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაზე ესაუბრა.
,,საქართველოს მთავრობა პირველი დღიდან ჩართულია ღია მმართველობის პროგრამაში და საკმაო წარმატებები აქვს ამ მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, თებერვალში, დაიწყო ფუნქციონირება ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელშიც ყველა ფრაქციიდან თითო წარმომადგენელია. ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიურომ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც საკმოად ამბიციურია. ის 18 ვალდებულებისგან შედგება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში ღიაობა, მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება იყოს უფრო მაღალი”,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტი საკმაოდ გახსნილი მმართველობის ფორმებს ირჩევს.
,,საინფორმაციო ტექნოლოგიების წინსვლის კვალდაკვალ, ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქვს რეალურად მივაღწიოთ პარლამენტის ღიაობას, და რაც მთვარია მივაღწიოთ მოქალაქეთა ჩართულობას”,-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.
მისი განცხადებით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში გაწერილი პუნქტები იძლევა შესაძლებელობას, რომ საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა იყოს რეალური, ასევე უკეთ დარეგულირდეს პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთოებები და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხი. როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, მნიშნლოვანია, რომ სამოქმედო გეგმაში ჩაიწერა პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავების ვალდებულება.
,,ინტერფრაქციული ჯგუფის შიგნით ჩვენ მოვახერხეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გამოამჟღავნეს და ეს არის საქართველოს პოლიტიკური ძალების გარკვეული პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, და ჩვენ მოვახერხეთ ერთობლივად შეგვედგინა ეს გეგმა”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ღია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, გუგული მაღრაძემ.
ორდღიან ფორუმზე – “ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები” განხილული იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, მათ შორის “ღია პარლამენტის” სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და ღია საპარლამენტო მონაცემების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის ასპექტები.

banner
წინა სტატიაში,,შარლი ებდომ,, დაღუპულ სირიელ ბავშვებს დასცინა… ?
შემდეგი სტატიაშაშკინი – საგზაო კოლაფსზე მერიის რეაქცია არის უსინდისობის, უნამუსობის და იდიოტიზმის აპოთეოზი