ღარიბაშვილი, ხაჯიმბა და თიბილოვი 14 აგვისტოზე

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა.
საქართველოს სახელმწიფო საბჭომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე შექმნილი კრიმინოგენული ვითარების დასარეგულირებლად საჯარისო ფორმირებები შეიყვანა – ასეთია ოფიციალური ვერსია, თუ რატომ შევიდნენ ქართული საჯარისო ქვედანაყოფები მძიმე ტექნიკით აფხაზეთში.
არინბასთვის, რომელიც მიზეზებს ეძებდა ომის დასაწყებად, ეს ზუსტად ის მოქმედება იყო, რომელიც მას ხელს აძლევდა რუსეთის გეგმა განეხორციელებინა – აფხაზეთს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.
14 აგვისტოდან 13 თვის მანძილზე, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემამდე გრძელდებოდა ომი, რომლის შედეგადაც აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

დღეს, ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ აფხაზ ხალხს მიმართა. მისი თქმით, ომის მეორე დღეს, 15 აგვისტოს აფხაზი ხალხის დასახმარებლად ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსეთიდან მოხალისეები ჩამოვიდნენ: “ხალხის მეხსიერებაში ყოველთვის დარჩებიან ღირსეული შვილები და ძმა-მოხალისეები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ ბრძოლის ველიდან”. მისი თქმით, 14 აგვისტო ტრაგიკული და ამავე დროს აფხაზი ხალხის აღდგომის დღეა, რომელმაც აფხაზი მოქალაქეების სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს დაუდო საფუძველი.

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს მოვლენებს “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა. „1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის.ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა – ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"საქართველოს ხელისუფლება დღემდე ვერ ეგუება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას თავისი საზღვრით"

14 აგვისტოს ქართულ-აფხაზურ მოვლენებს გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. “ამ დღეს, ზუსტად 23 წლის წინ მოგონილი მიზეზით თითქოსდა რკინიგზის მაგისტრალის დასაცავად აფხაზეთში რეგულარული არმია და კბილებამდე შეიარაღებული ბანდფორმირებები შეიყვანა საქართველომ” – ნათქვამია თიბილოვის განცხადებაში.

 თავის სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ერთიანობისთვის არ შეწყვეტს მშვიდობიან ბრძოლას: “საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი.

საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი – შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის” – ნათქვამის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადეაბში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და უკრაინა წინასადეფოლტო მდგომარეობის მქონე 10 ქვეყნის სიაში შევიდნენ
შემდეგი სტატიახარშილაძეს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ძაძამიას კი 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა