ღარიბაშვილი: ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო, რაც ჭიკაიძის დამსახურებაა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი შემცირდა, რაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურებაა. პრემიერმა ამის შესახებ პოლიციელის დღის აღსანიშნავად, ქუთაისში მიმდინარე საზეიმო ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას და სწორედ ჩვენმა აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ გამოიღო თავისი შედეგები და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო, რაც არის თქვენი და ასევე ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დამსახურება. მინდა მას მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დანაშაული მაქსიმალურად შემცირდეს.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება უკვე დასრულდა. ქუთაისის მთავარ მოედანზე, შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება კი ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.

banner
წინა სტატიაშინოემბრის სამი დღე, რომელმაც ისტორია შეცვალა
შემდეგი სტატიათქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი–გიორგი მარგველაშვილი