ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს და უნგრელ ხალხს წარმატებასა და მშვიდობას უსურვებს.

“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და უნგრელ ხალხს 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს, რომელმაც ცხადყო უნგრელი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო უნგრეთისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენივე ქვეყნების სასიკეთოდ. გისურვებთ თქვენ და მეგობარ უნგრელ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,”- ნათქვამია მისალოც წერილში

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ,,რუსთავი-2-თან,, დაკავშირებით განცხადება გააკეთა…
შემდეგი სტატია25 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე უბანში ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება