ღარიბაშვილი, ნარმანია, აბაშიძის შეხვედრას ოფიციალურ დონეზე უარყოფენ

თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ვიცე მერი ლაშა აბაშიძე კანცელარიაში არიან დაბარებულები.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა და დღეს მერის და ვიცე მერის მისვლა კანცელარიაში არ იგეგმება. მერიაში აცხადებენ, რომ დავით ნარმანია მერიაში იმყოფება და განაგრძობს მუშაობას. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ნარმანია და ლაშა აბაშიძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა დაიბარა და მათ ამ წუთებში ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმალთაყვის ბულვარისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონზე მეტი გამოიყო
შემდეგი სტატიამინისტრებისა და ვეტერანების ამხანაგური მატჩი რაგბიში ფრედ დასრულდა