ღარიბაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” “რ 2”-ზე თოფაძის განცხადებებს ემიჯნებიან

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლის ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებს, რომელიც მან “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით გააკეთა ემიჯნება.

როგორც ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიიჩნევენ, რომ „რუსთავი-2”-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის – ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-თან“ დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით. კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან“ დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი – ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეულიწლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ”, – ნათქვამია კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია“
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს