ღარიბაშვილი დავით აღამშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.
როგორც პრემიერი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილმა “ყოვლად უზნეო საქციელი” ჩაიდინა, როცა ძეგლს შეეხო.
“დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა. ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის შეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ველოსიპედის ძეგლს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება ჩვენი დიდი მეფის ძეგლს ასე უპასუხისმგებლოდ მოვეპყრათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: … ალასანიამ მთხოვა დამეხმარე და იქნებ, “დავლაგდეთო”
შემდეგი სტატია,,კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად”