ღარიბაშვილის კომუნისტურ–კომკავშირული გამოსვლა–ირაკლი ღლონტი

,, ღარიბაშვილის კომუნისტურ კომკავშირული გამოსვლა’’

,, ღარიბაშვილის კომუნისტურ კომკავშირული გამოსვლა’’მე მსურს გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას, სადაც ის თავისი შეფასებებით მედიის წინაშე წარსდგა, როგორც რეალობას აცდენილი და არაადექკვატურად მოაზროვნე მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურე, ის პრესკონფერენციას მართავდა, როგორც ტიპიური კომუნისტი კომკავშირელი, რომელიც მთელი სიამაყით საუბრობდა სახაზინო საწარმოების სახელმწიფო დაფინანსების გზით ქვეყნის აყვავების პერსპექტივებზე.
პრემიერის მთელი გამოსვლის პათოსი აგებული იყო მომავლის ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის იმ ე.წ. ,,105 საწარმოზე’’, რომელიც დღეს როგორც გავიგეთ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ყოფილა. თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია, მიჩნდება შეკითხვა, სად მიდის ეს თანხები და კონკრეტულად სად აისახა ეს ზრდა, როცა ქვეყანაში მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ და უკიდურეს სოციალურ მდგომარეობაშია, ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებულია და უმუშევრობა ტოტალურ ხასიათს ატარებს.
უცნაურია, რომ ხელისუფლება ამ დრომდე არ აღიარებს ქვეყნაში არსებულ მწვავე კრიზისულ მდგომარეობას, შესაბამისად არც საუბრობს ანტიკრიზისულ გეგმაზე და ამას ვერ შევაფასებ სწორ პოლიტიკურ სვლად.
ისევ და ისევ ვგმობთ უპასუხისმგებლო და არაადექკვატურ დამოკიდებულებას მედიის მიმართ. თუ ექს ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ებრძოდა იარაღით, მოქმედი ხელისუფლება იბრძვის ღია და დაუფარავი აგრესიით, რომელიც იარაღზე არანაკლებია.
მინდა შევახსენო მთავრობის მეთაურს, რომ მედია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომლითაც ,,ქართული ოცნება’’ მოვიდა ხელისუფლებაში. ვწუხვარ რომ ასე მალე იქნა დავიწყებული როგორც მედიის, ისე საზოგადოების როლი მათ წარმატებაში.

banner
წინა სტატიაშითარგამაძის 9 საათიანი დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიასაქართველოდან კომერციული ტვირთის გადატანის მარშუტი გამოავლინეს