,,ღამის მგლებმა,, საქართველოში ,,ტამბოველი მგლები,, გამოაცილეს

IMG_5683პროპუტინული ბაიკერთა დაჯგუფება ,,ღამის მგლები,,  რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანისნავად დაძრწიან…  რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საზღვარზე არ შეუშვეს… თუმცა ისინი რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განაგრძნობენ მოტოგარბენებს…

IMG_5719ერთი ასეთი მოტოგარბენი კავკასიის ქვეყნებშიც დაიგეგმა და ბაიკერთა ეს კონკრეტული აქცი-მარშრუტი, 9 მაისს საქარველოში ფინიშით უნდა დასრულდეს…

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუს ბაიკერთა კავკასიური მარშრუტი რუსეთის ქალაქ ტამბოვში დაიგეგმა… კავკასიისაკენ მოტოგარბენის ინიციატორი, ტამბოვის საქალაქო ,,დუმის,, დეპუტატი იგორ პავლოვი გახლავთ, რომელსაც სხვა დეპუტატებთან ერთად, ქალაქის საზოგადოებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი… IMG_5741ინიციატივას შეუერთდნენ ბაიკერთა დაჯგუფება ,,ღამის მგლების,, წარმომადგენლები და ორიოდე დღის წინ ისინი კავკასიისაკენ გაუდგნენ გზას… თუმცა ,,ღამის მგლებმა,, გადაწყვიტეს თავად არ მიეღოთ მონაწილეობა ამ მარშრუტში და ტამბოველები მხოლოდ ქალაქის გასასვლელამდე გამოაცილეს, აცხადებს რუსული მედია.

IMG_5756ასე, რომ საქართველოს საზღვრებს საცხრამაისოდ არა ,,ღამის მგლები,, არამედ ,,ტამბოველი მგლები,, მოადგებიან… რაც ალბათ ბევრ საბჭოეთგამომვლილ ქართველს გაახსენებს იმდროინდელ რუსულ ფრთიან ფრაზას ,,Тамбовский волк тебе товарищ,, (,,ტამბოვის მგელია შენი ამხანაგი,,).

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშილუკაშენკო: ებრაელები კონტროლქვეშ აიყვანეთ
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა