,,ღამის მგლები,, ევროპაში შეიპარნენ

,,მიუხედავად ბევრი ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილებისა, რომ ,,ღამის მგლები,, არ შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე, ჩვენებმა მაინც მოახერხეს ევროპაში შესვლა და ახლა ისინი ბრატისლავისკენ მიემართებიან,, აცხადებს მოტოკლუბ ,,ღამის მგლების,, ჟურნალ ,,ჟივოი ჟურნალში,, გაკეთებულ განცხადებაში, კლუბის ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი იგივე ,,ქირურგი,,.

მიუხედავად იმისა, რომ ზალდასტანოვს არ დაუსახელებია, სად, ვინ და როგორ გადაკვეთა ,,ღამის მგლებიდან,, ევროპული ქვეყნის საზღვარი, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პროპუტინულ ბაიკერთა ჯგუფი ბალკანეთსი არა სახმელეთო გზით, არამედ საჰაერო გზით გადაისროლეს… თავად ზალდასტანოვი კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი კლუბის წევრები ბალკანეთის რამდენიმე ქალაქში ჩასვლას და ფაშიზმთან ბრძოლის ვეტერანებტან შეხვედრას გეგმავენ…

აღსანიშნავია, რომ ,,ღამის მგლების,, მიერ დაგეგმილ მოტოგარბენი მოსკოვი-ბერლინი, რომელიც ფაშისტური გერმანიის დამარცხების 70 წლისთავს მიეძღვნა, 25 აპრილიდან რუსეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრიის გავლით 9 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩასვლას ისახავდა მიზნად, მაგრამ პოლონეთიდან დაწყებული და გერმანიით დამთავრებული… მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ბაიკერების ამ ჯგუფს ვიზები ახსნა განმარტების გარეშე გაუუქმა და შესვლის უფლება არ მისცა… თუმცა გამოჩნდნენ გამონაკლისებიც… სლოვაკიის სახით.

 

 

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ახალი სამთავრობო პროგრამა არამგონია განსხვავებული იყოს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეს საქართველოს ძალიან დიდი აღიარება და ხელისუფლებისადმი ნდობის გამოცხადებაა