“ღამის მგლების” ჩეჩნურ დაჯგუფებას კადიროვი უხელმძღვანელებს

khirurg_face_რუსულმა ბაიკ კლუბმა “ღამის მგლები” ჩეჩნეთში საკუთარი განყოფილება დააარსეს, რომლის ლიდერი ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვია, ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ კადიროვმა გაავრცელა ისტაგრამის აკაუნტზე.
“სიამოვნებით მივიღე წინადადება გავხდე განყოფილების ლიდერი, რადგანაც სრულიად ვიზიარებ მოტოკლუბის იდეებს” – დაწერა კადიროვმა. მისი თქმით, განყოფილების ყველა წევრმა ხელი მოაწერა “ღამის მგლების” ფიცს. კლუბის ლიდერის ალექსანდრ ზალდასტანოსვისგან საჩუქრად კი (ცნობილი მეტსახელად ქირურგი) მიიღეს ტყავის ხელთათმანები, სადაც კლუბის სიმბოლოა ამოქარგული.
როგორც მოტოკლუბის ოფიციალურ ბლოგშია ნათქვამი, გროზნოს განყოფილების გახსნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის რეზიდენციაში მოხდა და ქირურგმა პირველი ჟილეტი კადიროვს გადასცა.
კადიროვის თქმით, “ღამის მგლების” წევრი გასული წლის აგვისტოში გახდა, როცა ბაიკ კლუბი პირველად ეწვია გეროზნოს მისი მოწვევით.

banner
წინა სტატიაშისარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს მერია პასუხობს
შემდეგი სტატიაამერიკელი მათემატიკოსი ჯონ ნეში მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა