,,ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული,,

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“მარცხზე პასუხისმგებლობა იქნებ მის აღმასრულებელ მდივანს აეღო, თითქმის ერთი წელი ვერავითარი განახლება რომ ვერ შესთავაზა პარტიას და მის მხარდამჭერებს?

თუ ქვეყნიდან განდევნილ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ?! თუ თვლიან, რომ მიშაა დამნაშავე და პარტიას საყვედურობენ, მიშას რატომ არ გაემიჯნა, რატომ ვერ ბედავენ ამის თქმას? ეშინიათ, რომ ენმ-ს ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავენ, არა?

ჰოდა, ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი 4-ეულის ეს უპასუხისმგებლო წამოწყებაა და ამთავითვე მარცხისთვისაა ის განწირული.

“მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მ ვერ ჩააბარა”, – ზ. ჯაფარიძესთან.”,- წერს თაქთაქიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში შეცდომით გაიგზავნა ციმბირის წყლულის ცოცხალი ბაქტერიები
შემდეგი სტატიაპლატინის ბლატერი არ ჭირდება… ის ფიფას პრეზიდენტად იორდანელ პრინც დაუჭერს მხარს