ქურთების მუშათა პარტიამ ანკარის ტერაქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა…

თურქეთის მთავრობის პრესმდივანმა ნუმან ქურთულუმუშმა, 12 ოქტომბერს საღამოს გამართული სამთავრობო სხდომის შესახებ მოხსენება, თურქული ტელევიზიის პირადპირ ეთერში გააკეთა…

მთავრობის პრესმდივნის განცხადებით,  10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერაქტის, რომელიც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 5 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განახორციელა, შედეგები ასეთია: 97 ადამიანი დაღუპულია, 365 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა… აქედან 58 რეანიმაციაში იმყოფება.

პრესმდივნის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ქურთების მუშათა პარტიის PKK-ს მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის განცხადებაზეც იმსჯელეს… ,,თურქეთის მთავრობის პოზიცია ასეთია… არ შეიძლება ვინმე ერთი ხელით მშვიდობას აწერდეს ხელს და მეორე ხელით იარაღი ჰქონდეს მომარჯვებული… საკმარისი არაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთება, ამას იარაღის დაყრა უნდა მოჰყვეს,, განაცხადა თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ პრესმდივანმა ნუმან ქურთულუშმა.

აღსანიშნავია, რომ ქურთების მუშათა პარტიის PKK-ს მებრძოლებმა, თურქ სამართალდამცავებთან ბოლო თვეების მანძილზე განხორციელებული ფაქტიურად საომარი მოქმედებები, ანკარაში მოხდარი ტერაქტის შემდეგ შეაჩერეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს, რითაც ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნეს 10 ოქტომბრის ანკარის ტერაქტზე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსეთი ისტორიის გაყალბებას სპეციალური სამხედრო ასეულით შეებრძოლება…
შემდეგი სტატიარუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა…