ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბათუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 30 წლის ბრალდებული წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის მოქალაქეს ზეწოლითა და მოკვლის მუქარით ფულს სისტემატურად სძალავდა. მასთან ერთად, პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის კიდევ ერთი პიროვნება დააკავა.