ქურდობა წალენჯიხაში- სკოლის შენობიდან ქურდებმა აპარატურა გაიტანეს

1507563_1536869973264671_1532355954705020051_n 10517626_1536870003264668_7882183825849770817_oგასულ ღამეს, წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლაში ქურდობა მოხდა. როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ქურდებმა სკოლის დირექტორის ოთახიდან ქსეროქსი, ხოლო სამასწავლებლოდან კომპიუტერი წაიღეს .

სკოლის დირექტორის, მანანა სონგულიას ინფორმაციით, მან სკოლის შენობა გუშინ საღამოს 7 საათისთვის დატოვა. დღეს დილით მოსულს კი მისი კაბინეტი და სამასწავლებლოს ოთახი გატეხილი დახვდა.
ამ წუთებში, ადგილზე კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. მათ მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. „თაიმერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ წუთებში სკოლის დარაჯის დაკითხვაც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება”
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა 3 მცირეწლოვანი გაიტაცეს