ქურდობა კომპანია “სილქნეტში”-დამნაშავე დაკავებულია

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ.-მ ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილქნეტის სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა.

მომხდარის შედეგად კომპანია სილქნეტმა 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად არის ამორებული. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური გადაწყვეტილება”-ინგა გრიგოლია ტელეკომპანია “იმედის” მიერ მისი გადაცემების დახურვას აფასებს
შემდეგი სტატიალევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა