,,ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა მთავრობის მუშაობას გააძლიერებს”

დიმიტრი ქუმსიშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა გააძლიერებს მთავრობის მუშაობას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ახალი მინისტრის წეარდგენისას განაცხადა, დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს კერძო და საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება.
“დიმიტრი ქუმსიშვილი მანამდე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად კი – ვიცე-მერად, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი ეკონომიკის განვითარების ინვესტიციების წახალისების და მიმაჩნია, რომ იგი გაძლიერებს მთავრობის მუშაობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ მინისტრს. “ამ ეტაპზე ეს არის ძალიან სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი მთავრობისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობაში დღეს საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, კვირიკაშვილი – დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მინდა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი”
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება