ქუთაისში პოლიციის შენობიდან გამოსული მამაკაცი მკვდარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი 56 წლის ლევან აბზიანიძე იპოვეს…

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, ლევან აბზიანიძე პოლიცილებმა განყოფილების შენობაში გადაიყვანეს და მას დიდი რაოდენობით შარდმდენები აბები ასვეს, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკებზე შემოწმების მიზნით ყავდათ გადაყვანილი, თუმცა პრეპარატების დალევის იძულებას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ ნარკოტიკების მიღება გარდაცვლილ მამაკაცს არ დაუდასტურდა, რის შემდეგადაც ის სახლში გაუშვეს… ასევე აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტზე საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი აბზიანიძე პოლიციელებმა მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან და განყოფილებაში მას იძულებით 3 ცალი შარდმდენი პრეპარატი დაალევინეს (რისი თქმაც გარდაცვლილმა სიკვდილამდე ახლობლებისთვის მოასწრო) რის გამოც მას წნევა დაუვარდა და გარდაიცვალა…

წყარო: ტელეკომპანია ,,რიონი,,

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ-სოციალურ ქსელში წყლულეთის მოსახლეობა მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწყალდიდობამ მოსკოვი და კურსკი დატბორა (VIDEO)