ქუთაისში ზაქარიაძის ქუჩაზე 900 მეტრი ასფალტის საფარი იგება. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის სისტემის შეცვლა, რომელიც დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მოხდება ასფალტის გზის დაგება. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
ზაქარიაძის ქუჩაზე ასფალტის საფარს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. ,, გზამშენი 21“ აგებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.