ქუთაისში ბიბლიოთეკა გაქურდეს

ქუთაისში ბიბლიოთეკა გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერები და ქსეროქსის აპარატი. ქურდობა დილით ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ქსეროქსის აპარატი შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაგდებული იპოვეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წიგნები ხელუხლებელი დახვდათ.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე დეპუტატი ხდება
შემდეგი სტატიაკრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობის შემოწმების მასალებს საკრებულო დღეს გაეცნობა