ქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

პოლიციის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ქუთაისში ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია. 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე.
31 მაისს 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.
31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით – ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.
მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიგია ბარამიძე: პოლიტიკის ცენტრი ოდესაში ინაცვლებს
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის გარშემო 12-კილომეტრიანი გზის შეკეთება 15 ივლისს დასრულდება