ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის, 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები.

ამავე გზის 92-ე კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი და 99-ე კმ-ზე გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მოძრაობა ჩაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება.

banner
წინა სტატიაშიფესტივალი „არტ გენი 2015“ დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი თანამდებობრივი პოზიცია არ მაძლევს საშუალებას, ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელს რამეში ღიად დავსდო ბრალი