საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაოების შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ნაწილი მდინარის გამონატანებისა და მიწის მასისგან გაიწმინდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარის გამონატანებისა და მიწის მასისგან ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-კმ, 92-კმ მონაკვეთსა და 99–ე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი გაიწმინდა.
აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.