ქუთაისის ციხეში ხუთმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა

როგორც პატიმრების ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ სამართალდამცავი ორგანოები პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან.

დაკავებულთა ახლობლების თქმით, ციხეში მყოფები თავს უდანაშაულოდ ცნობენ და აცხადებენ, რომ საპყრობილეში უმიზეზოდ სხედან.

„გასული წლის ოქტომბერში სამართალდამცველებმა დაგვაკავეს, ბრალად გვედებოდა პოლიციელებზე თავდასხმა. მოსამართლემ ჩემი მუხლი გადააკვალიფიცირა, ბიჭები კი ამ დრომდე ციხეში სხედან. რამდენიმე დღე შიმშილობდნენ, გუშინ კი, როგორც გავიგე, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი და თვალები ამოიკერეს. მინდა, ვუთხრა მათ – თუ ამ აქციის შესახებ რაიმე ფორმით შეიტყობენ, ვთხოვ, შიმშლობა შეწყვიტონ, რადგან ამით ისევ საკუთარ ჯანმრთელობას ავნებენ“, – აცხადებს მაია კეკელია.

ცნობისთვის, შემთხვევა, რის შედეგადაც პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მოხდა.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ამ საპასუხისმგებლო საქმეს თავს ღირსეულად გაართმევს”
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, აქტიურად ჩაერთონ C ჰეპატიტიტის სკრინინგის ორკვირიან აქციაში”