ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დავით დვალმა ამის შესახებ დღეს დილით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიზეზი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებია. როგორც ცნობილია, ის ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ”საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” დირექტორმა სულხან ქობულაძემ ცემაში დაადანაშაულა.

დავით დვალმა ბრალდებებს დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. ის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ობიექტურობისთვის, გამოძიების დასრულებამდე შეიჩერებს უფლებამოსილებას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია,, საქართველოს ფატალურად დასრულებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო დონეს”