ქრისტეს ექსტრემისტულად გამოსახვისთვის რუსეთის მოქალაქეს ციხე ემუქრება

იჟევსკის მკვიდრს 23 წლის თიმურ შოევს, რომელმაც ქრისტეს ექსტრემისტული გამოსახულება გაავრცელა სოციალურ ქსელში, შესაძლებელი 100 ათასი რუბლის ჯარიმის სახით გადახდა ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.
როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, 2013 წლის 7 იანვარს შოევმა „ერთ-ერთი სოციალური ქსელით იესო ქრისტეს გამოსახულება დადო, რომელმაც ხალხის დამამცირებელი მოქმედება გამოიწვია“ – იუწყება უდმურტეთის პროკურატურა.
ერთი წლის წინ შოევის მიერ გავრცელებული ფოტო ექსტრემისტულად შეფასდა, რადგანაც „ნეგატიური ფსიქოლოგიურ გავლენა მოახდინა მორწმუნე ადამიანების გრძნობებზე მათი ღირსება დაამცირება.“
შოევმა საკუთარი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. საქმე სასამართლოს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა სარგსიანი თურქეთში დაპატიჟა
შემდეგი სტატიაობამა და კემერონი Google-ს და Facebook-ს მონაცემებზე წვდომას სთხოვენ