ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს ვეტერინარი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს, ისე რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია. შედეგად, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის ქუჩაზე “ლიბერთი ბანკის” შენობა გაძარცვეს
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი: ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა ბლოკირებული აქვს