ქრთამის აღებისთვის გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოთხოვა და აიღო ქრთამის სახით 2 ათასი ლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა კალაძის განცხადებით, დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ