ქობულეთში 30 აბი სუბოტექსი ამოიღეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. და 1972 წელს დაბადებული არჩილ თ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს აქვეყნებს, რომლის თანახმად სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 30 აბი “სუბუტექსი” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,237588 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს.

გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარ არის ტიტები, არ არის ვარდები, არ არის ცოცხები, ბატონო და არ არის სხვა ყვავილები- არის ჩუმი პროცესი
შემდეგი სტატიასაჯარო მოხელე ქრთამის აღებისთვის დააკავეს