ქობულეთში “ქრონიკა+”- ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიღუპა

დათო დევიძე

დათო დევიძექობულეთში, ზღვაში ცურვის დროს გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიხრჩო. ინფორმაციას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ადასტურებს.

დათო დევიძის მოულოდნელი დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის უკმარისობაა. ის ზღვაში ნაპირთან ახლოს ცურავდა, როცა წყალში გაუჩინარდა. ამის შესახებ 112-ს მისმა მეუღლემ შეატყობინა, რომელიც ნაპირზე იმყოფებოდა. მაშველები დროულად მოვიდნენ და დათო დევიძე ზღვიდან ამოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

 

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი შესაძლოა ჩამოინგრეს
შემდეგი სტატიასკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამები