ქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა ქობულეთში დღეს დილიდან დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ათასამდე ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა ცენტრალური გზები და შიდა ქუჩები, სახლების სარდაფები და პირველი სართულები. მწყობრიდან გამოვიდა ქალაქის ინფრასტრუქუტრაც. სტიქიამ პრობლემები შექმნა მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სოფელშიც, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ადგილობრივები ამის მიზეზს სანიაღვრე სისტემის არგაწმენდაში ხედავენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დაახლოებით 130-მდე ობიექტია დაზარალებული, რომელსაც კომისია უკვე სწავლობს და შესაბამისად ყველა პრობლემა იქნება აღმოფხვრილი.

სამაშველო სამსახურები ქობულეთში და რამდენიმე მაღალმთიან სოფელში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დამეწყრილ ადგილებში შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად გეოლოგთა ჯგუფები ადგილზე არიან გასული. გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო შტაბის სხდომა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ინტერესია დადგინდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან” – ეკა ბესელია ჰააგის სასამართლოს განცხადებაზე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ფასების კლებას 200 მედიკამენტზე ვარაუდობს