ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ქობულეთში მცხოვრებლები აცხადებენ, სანაპიროზე მყოფმა ქალბატონმა მაშველებს მიმართა, რომ მამაკაცი ზღვამ გაიტაცა. ადგილობრივების თქმით, მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 22 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამასთან, აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრალულია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გუშინ მაშველებმა ქობულეთისა და შეკვეთილის სანაპიროებიდან 80 ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან, დღეს კი ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებიდან – 12 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინარკოლოგიური შემოწმება სასამართლოს ნებართვით – ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივა
შემდეგი სტატიამსხვილ სავაჭრო ობიექტებში რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები აღმოჩნდა