ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

ქობულეთის ტრაგედიის დროსქობულეთის სასტუმროში, 10 მაისს მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი რეზო დემეტრაშვილის მამა, დავით დემეტრაშვილიMediamall.ge-ს დაუკავშირდა.

“მთელი ეს ჩაბნელებული, უსიცოცხლო და გამწარებული დღეები, რაც ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ღვთისმოშიში რეზი ცეკვის სიყვარულით აღტაცებული, ბედნიერი გავაცილეთ დაიმედებულებმა რომ საიმედო, ქალაქის საპატიო მოქალაქეს გოგი მარღანიას (ქ.რუსთავი. მისი ტიტული და ნდობა ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ოჯახს საუბედუროდ…) პედაგოგს ჩავაბარეთ და ეჭვიც არ გაგვივლია გულში, თუ სინამდვილეში უგულო და უპასუხისმგებლო ადამიანებს ვაბარებდით შვილს… რომ ისინი სამუდამოდ დააშორებდნენ რეზის დედიკოს, მამიკოს, დაიკოს, ყველას ვინც ამ ქვეყნად ასე ძალიან უყვარდა ჩემს სიცოცხლით სავსე, ხალისიან პატარა ბიჭს…

“ცეცხლი ნელ-ნელა ღვიოდა, პატრონი არავინ ჩანდა, ერთ პედაგოგს ეძინა, მეორე კი ქვედა სართულზე, სადღეგრძელოებსა და უგუნურ გართობას მისცემოდა. გვერდზე მოესვა ის ვითომდა უფროსიც, ვინც ჩვენს ბავშვებს ვითომდა მეთვალყურედ რომ მიუჩინეს, ბავშვები არავის ახსოვდა…

გაგიჟებული მშობლები ბათუმში ჩავედით, პედაგოგები გამოქცეულები დაგვხვდნენ, ლაჩრულად… პასუხის გამცემი არავინ იყო, არადა როცა ფულებს ითვლიდა ბატონი გოგი, მშობლებთან დაუღალავად ეწეოდა აგიტაციას, რომ ისაა ყველაფერზე პასუხისმგებელი…

მეორე დღეს ტაძარში მოვიდა ბავშვების ცხედრებთან სინდისის ჩამოსარეცხად, თურმე ვერაფერს მიხვდა,რადგან იქ არავინ არაფერი უთხრა… ზუსტად ერთ კვირაში, დოლ-გარმონზე რეპეტიციები განაახლა (თურმე დაბალ ხმაზე უკრავდნენ…)

თავიდან არ დავიჯერე და როცა მათ გაიგეს ჩვენი გაოგნება, რომ გამოძიების დასრულებისთანავე მათ პასუხისმგებლობას მოვთხოვდით, გაუკვირდათ; აბა ჩვენ რა შუაში ვართო… თურმე სულ ტყუილად ველოდით ამდენ ხანს და გვიკვირდა, რატომ არავინ მოდის, ვისაც შვილის სიცოცხლე ჩავაბარეთ, პატიებას მაინც ითხოვდნენ შვილი ვერ, ან არ გადაგირჩინეთო…

თურმე გასაკვირი რა არის… პირდაპირ დავწერ პედაგოგის სიტყვებს;

” რა ორმოცამდე რომ შეგვეწყვიტა რეპეტიციები გაცოცხლდებოდნენ? ჩვენ რა ელექტრიკები კი არ ვიყავით, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვნენო…”

ნამდვილად აღარ მეგონა ისეთ სიმწარეს რაც 10 მაისის დილამ მომიტანა, თუ კიდევ რაიმე გაუტოლდებოდა, მაგრამ ადამიანების სიბოროტეს და სისასტიკეს მართლაც რომ ზღვარი
არ ჰქონია.
დაგვცინიან ღმერთო, გესმის???”- ნათქვამია წერილში.

წყარო:Mediamall.ge

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ოდესელებს ზღვაზე გასასვლელი პოლიციით და ბულდოზერით გაუჭრა (VIDEO)
შემდეგი სტატია17 ივლისს ანგელა მერკელის დაბადების დღე იყო – ცხოვრება ფოტოებში