ქიმიკატების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩინეთში ევაკუაცია გამოცხადდა

ჩინეთის მთავრობამ, ცეცხლის ეპიდცენტრიდან სამი კილომეტრის რადიუსში ევაკუაცია გამოაცხადა.
სააგენტო სინხუას ცნობით, ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული, რაც მომწამლავი ნივთიერებების გავრცელებას იწვევს.
შემთხვევის ადგილზე სამხედრო ექსპერტ-ქიმიკოსები მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობაში 1000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის 140 სახანძრო ბრიგადა.
ქალაქ ტანძინში აფეთქების შედეგად დაახლოებით 85 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებულია ასობით ადამიანი.

საწყობი ფირმა Ruihai Logistics-ს ეკუთვნის, რომელიც ტოქსიკური ქიმიური ნოვთიერებების გადაზიდვით არის დაკავებული. სავარაუდოდ, საწყობში აფეთქების მომენტში 700 ტონა ნატრიუმის ციანიდი ინახებოდა.

კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ჩინეთის მთავრობამ მათი მკაცრად დასჯა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული ფეხბურთის პირველი ღია გეი სპორტს დროებით ტოვებს
შემდეგი სტატიაოზურგეთში „გომისმთობა – 2015“ აღინიშნა