ქიბარ ხალვაში სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის დაწესებას ითხოვს

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

ქიბარ ხალვაშისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ერთ საათს გაგრძელდა.

ქიბარ ხალვაშის თქმით, მან თხოვნით მიმართა პრეზიდნეტს, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგი დააწესოს, რადგან სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა ხდება.

ხალვაშის გაბმარტებით, მან საქართველოს პრეზიდენტს რუსთავი 2-თან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები გააცნო. პრეზიდნეტმა უპასუხა, რომ ის იურისტი არ არის და მსგავს დეტალებს ვერ ჩაეძიება.

კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ქიბარ ხლავაშის მიერ 2006 წელს ქონების დათმობა ამორალური იყო, ხალვაში აცხადებს რომ ყველა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია და საუბარი იმის შესახებ, რომ მან იგივე ფასად გაყიდა ტელევიზია, რა ფასადაცა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისგან შეიძინა, არასწორია.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინზე სუბსიდირებას იწყებს