ქიბარ ხალვაში მიმართვას ავრცელებს

ბიზნემენი ქიბარ ხალვაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, თავიანთი დამკვირვებლები მიავლინონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მოინტორინგისათვის.

„მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ახლანდელი მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნება მოითხოვა. ბიზნესმენმა, როგორც აუცილებელი ღონისძიება, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის მიმდინარეობის პროცესში „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და კომპანიის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

მიმდინარე დავა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან იგი საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მედიასაშუალებას უკავშირდება.

სამწუხაროდ, ტელეკომპანიის ნომინალური მეწილეების წინააღმდეგ სასამართლო დავა კონკრეტული დაინტერესებული პირების თუ პოლიტიკური ძალების მიერ, ინტერპრეტირებულია როგორც ტელეკომპანიაზე ზეწოლა.

გვსურს, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ში თავისი ორწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა. სწორედ თავისუფალი სიტყვის და არხის ჟურნალისტთა მიუკერძოებელი საქმიანობის გამო განხორცილედა 2006 წელს საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ უპრეცედენტო ზეწოლა ბიზენსმენზე ტელეკომპანიის დათმობის მიზნით.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ ვისახავთ მიზნად „რუსთავი 2“-ის დასუსტებას, პირიქით, სურვილი გვაქვს, გაძლიერდეს ტელეკომპანია და ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ, ხოლო დარღვეული უფლებების აღსადგენად მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებს მივმართავთ.

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობდეს საერთაშორისო საზოგადოების ზედამხედველობისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ მისიებს, საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესების მონიტორინგისათვის თავიანთი დამკვირვებლები მოავლინონ. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად, ასევე, რეალური ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას გამორიცხავს“, – ნათქვამია ხალვშის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში“მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც გადახედილია რუსეთთან მიმართებაში, შედეგი გამოიღო”
შემდეგი სტატია“თელასის” და სემეკის წარმომადგენლები ჯონდი ბაღათურიას განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებენ