ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ მიუმართავს

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, მის მხარეს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ მიუმართავს.
თუმცა, როგორც სალიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდნენ, რომ მათი არგუმენტები გადაწონის მოპასუხე მხარის არგუმენტებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს დაუყონებლივი აღსრულების შუამდგომლობით მიმართავს.
“ჩვენ ასეთი რამ ამ დროისთვის არ მოგვითხოვია. თვითონ მოსამართლე ამის შესახებ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება დადგეს დაუყონებლივი აღსრულების საკითხი, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ეს საჩივრდება 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში”, – განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, ის გარემოებები, რაც მოსამართლის აცილების თაობაზე, მოპასუხე მხარის მიერ იყო წარმოდგენილი, არ იყო არგუმენტირებული.
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს აცილებების კასკადი იქცა იდეაფიქსად, ჩვენი პოზიციაა, რომ მოპასუხე მხარეს ზოგადად სასამართლოს აცილება უნდა”, – განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალულმა მოძრაობამ” მადლობა უნდა თქვას იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის კერძო დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის