ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად პარალიზებულია-პეტრე ცისკარიშვილი

პარლამენტისაპარლამენტო უმცირესობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჯანსაღი ეკონომიკა შეექმნა, ისინი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და შურისძიების გზას დაადგნენ.
როგორც რიგგარეშე სხდომაზე ცისკარიშვილმა განაცხადა, დოლარის კურსის სწრაფი გამყარების და ლარის გაუფასურების შედეგად, თითოეულმა მოქალაქემ 600 ამერიკული დოლარი დაკარგა.
„ქვეყანაში სტაგნაციაა. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად პარალიზებულია და ის ვერ ვითარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითოეულმა მოქალაქემ დაახლოებით 1000 დოლარი დაკარგა. თუ ამას შევაჯამებთ და ოჯახზე ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა ოჯახმა ხელისუფლების საქმიანობის შედეგად, 6000 დოლარზე მეტი დაკარგა. იმის მაგივრად, რომ ჯანსაღი ეკონომიკა შეგექმნათ, თქვენ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და შურისძიების გზას დაადექით“, – მიმართა მთავრობის წევრებს ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის თემას რაც არ უნდა ტაში დავუკრათ, სამწუხაროდ, შედეგი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს