“ქვეყნის გადატრიალების მცდელბა – ზოგადად ასეთ თემებთან ახლოსაც არ ვარ”

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის დაკითხვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დასრულდა. როგორც თემურ ჯანაშია ამბობს, მან დასმულ შეკითხვებს უპასუხა სრულყოფილად.

“გრიფი ადევს საქმეს. კითხვებს ყველას ვუპასუხე. ჩემთან ახლოს არაა ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ასეთ თემებთან ახლოს არ ვარ საერთოდ. ვწუხვარ, რომ სხვა მესამე პირების ფალსიფიცირებულ სატელეფონო საუბრებში ჩემი გვარის გაჟღერების გამო ამ დაწესებულებაში მომიწია მოსვლა. გამომდინარე იქიდან, რომ პიჯაკებზე და საპნებზე ვარ უკვე ბრალდებული და ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩემს მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ორჯერ დამიბარებენ თუ ხუთჯერ დიდი მნიშვნელობა არ აქვს,”- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაში“ასეთი ტიპის პროცესები ზოგადად პრობლემურია ქვეყნის რეპუტაციისთვის”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე (+ვიდეო)