ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი-გოკა გაბაშვილი

ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი.

ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი.დღეს უკვე აბსოლიტურად ნათელია, რომ ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ჩვენი მოქალაქეების სწრაფი და გარდაუვალი გაღარიბება ხდება. ეს კრიზისი უკვე სახეზეა და ეს არის მთავრობის არაკომპეტენტურობის, უნიათობის შედეგი.
ამ კრიზისის გათვალისწინებით, როგორც სასწრაფო და მნიშვნელოვანი ღონისძიება მიგვაჩნია, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე თანახმად, მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ მოიწვიოს 27 თებერვალს, პარასკევს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომა, სადაც აუცილებლად უნდა მოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა სერიოზულად იმსჯელოს ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნოს გამოსავლის გზები.
კრიზისი მძიმდება ყოველდღიურად, რადგან მთავრობას არ აქვს არანაირი სამოქმედო გეგმა, არ დგამს არანაირ ნაბიჯებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს და ცინიკურად მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ მოსახლეობამ უკეთ ისწავლოს ფულის დაბანდება, როგორც ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ლარის სწრაფი გაუფასურება, ეკონომიკის გაჩერება, ექსპორტის და ტურიზმის შემცირება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირების მიმართულებით გადახედვა ნიშნავს ქვეყნისთვის უმძიმეს კრიზისს, რაზეც რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა და მისი არაფორმალური მმართველი. შესაბამისად საჭიროა პარლამენტის საგანგებო სხდომა, შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს პარლამენტის სხდომა გადაუდებლად, შევიკრიბოთ პარლამენტში, მოვიდეს საქართველოს მთავრობა და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც აქვს ქართველ ხალხს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელშიც იმყოფება საქართველო და საქართველოს ეკონომიკა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკში” 1$ უკვე 2.38 ლარი ღირს
შემდეგი სტატიაჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება–გიგი წერეთელი