“ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია”

 

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მტკიცებით, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “სემეკის” გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სამართლიანია.

“გრაფიკზე საუბარი გამორიცხულია. მე ვფიქრობ, დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზიანებს და არ დააზარალებს ენერგოკომპანიებს. ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის იქნება მძიმე. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით მაშინვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ შეგვემცირებინა ტარიფები და მაშინ გამოინახა საშუალებ, რომ 3.54 თეთრით მომხდარიყო შემცირება, თუმცა, დღეს ჩვენ სრულიად სხვა ვითარება გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “ენერგოპრო ჯორჯიას” წარმომადგენელის მტკიცებით, თუ ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ტარიფებს მათი მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდებაზე აბონენტებისთვის გარკვეული გრაფიკი დაწესდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება
შემდეგი სტატიარომ არა ის, დღეს სადაც ზიხართ და საიდანაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ ვერ იჯდობით