ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის–მანანა კობახიძე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არ არის–ამის შესახებ კობახიძემ თოქშოუ „არჩევანის“ ეთერში, პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრების მისვლაზე საუბრისას აღნიშნა.

„ეკონომიკური კრიზისი არ არის. აქ არის საუბარი ლარის კურსის დაცემაზე, რაც არის შოკური მდგომარეობა ლარისთვის. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის დონე ჯერ არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იმ თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელსაც დგამს ჩვენი ქვეყანა, მთავრობა დაძლევს ამ გამოწვევას და ჩვენ გამოვიყვანთ ჩვენს ვალუტას ამ ვითარებიდან. ყველაფერი აბსოლუტურად კონტროლქვეშაა,“ მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს.

გადაცემა “არჩევანში” კობახიძემ ყურადღება იმ კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით ხორციელდება. კობახიძის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნიდან დოლარის გადინებას არ ჰქონდეს ადგილი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ლარის გაუფასურებას რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.
“საუბარი იყო ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებაზე. ფეროშენადნობები უკრაინაში გაგვქონდა, სადაც მეტალურგიული ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდა. ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, რომ დღეს იმ დატვირთვით ვეღარ მუშაობენ, რადგან ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში. რუსეთთან შედარებით ნორმალიზებული ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ბუნებრივია, რუბლის გაუფასურებამ და იმ სანქციებმა, რაც ქვეყანას დაედო, ამ მიმართულებით ექსპორტის შემცირება გამოიწევია, თუმცა ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქცია სწორედ ევროკავშირის ბაზარზე იყოს ორიენტირებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ “შექმნილი მდომარეობა მძიმეა ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი, ვინც პენსიაზეა დამოკიდებული და ვისაც ასეულობით ლარის წამალი სჭირდება”, მაგრამ მისივე თქმით, ამ ყველაფრის პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის გამოყენება არასწორია.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტიების ,,რეფორმატორები’’, ,,თავისუფალი საქართველო’’, ქდმ–ის ერთობლივი განცხადება თბილისის მერიის მიმართ
შემდეგი სტატიაელისო კილაძის მორიგი სკანდალური განცხადება