ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს

ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს

ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებსცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც ბრიტანეთში მოღვაწეობს, თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს.
ბრიტანეთის ქართულმა სათვისტომომ კონცერტის ჩატარების ადგილად ლონდონი დააანონსა.
კონცერტი 21 ივნისს ჩატარდება და შემოსული თანხა თბილისში დაზარალებულებს გადაერიცხებათ.

გარდა ამისა, 26 ივნისს ქეთი მელუა და მისი ბრიტანელი მეგობრები საქველმოქმედო გამოფენას გამართავენ, სადაც ქართული საჭმელები, ღვინოები და სუვენირები გაიყიდება. შემოსული თანხებიც საქართველოში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხებათ.
ლონდონში ქართული სათვისტომო სხვა ღონისძიებებსაც გამართავს. სათვისტომოს საბჭოს წევრი მადონა ყოლბაია 19 ივნისს მარათონს აწყობს, ქართული რესტორანი «თამადა» კი სპეციალურ შემოწირულობებს შეაგროვებს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც საკუთარი სახლები დაკარგეს 13 ივნისის წყალდიდობისას.

banner
წინა სტატიაშიდახოცილი ცხოველების ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს
შემდეგი სტატიაChristian Science Monitor: საქართველო ევროკავშირსა და ნატოში შესვლის იმედს კარგავს