ქართულ პოლიტიკურ დაფაზე მხოლოდ ორი მოთამაშე – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არსებობს

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

8popopopopopkjkjkjექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ დაფაზე მხოლოდ ორი მოთამაშე – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არსებობს.
როგორც თოქ-შოუ „არჩევანში“ ხუხაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ დაფაზე “ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ დეპუტატებს ასვლის შანსი არ გააჩნიათ.
ამასთან, ხუხაშვილმა გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და ზურაბ ჯაფარიძე შეაფასა და აღნიშნა, რომ მელაძის, როგორც დეპუტატის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
„ნაცმოძრაობას ამ ოთხი ადამიანის წასვლით, რა თქმა უნდა, დააკლდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ პარტია რეიტინგს აღადგენს, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი არის იქ, სადაც არის სააკაშვილი, ის არის ავტორიტეტი.

ქართულ პოლტიკურ დაფაზე თამაშობს ორი ადამიანი, ამ ოთხი ადამიანიდან კი ამ პოლიტიკურ დაფაზე ვერცერთი ავა. არავითარი მნიშვნელობა პოლიტიკურად არ აქვს ხაჩიძე ტელევიზორთან იჯდება პოპკორნით ხელში, სმას დაიწყებს და გალოთდება, თუ პარლამენტში რაღაცას უადგილოდ იხუმრებს ხოლმე, ამით არაფერი შეცვლილა. მელაძე საერთოდ გუშინ გავიგე, რომ ასეთი დეპუტატი არსებობდა. ერთადერთი აქტუალური არის ზურაბ ჯაფარიძე, ცდილობდა წინა პლანზე ყოფილიყო, რაღაც განათლება აქვს , ყველაზე დალაგებულად საუბრობს, მაგრამ მას არ აქვს ლიდერის ქარიზმა. ის შეიძლება ვიღაცას დასჭირდეს მეორე პლანის მსახიობად, ესენი იქნებიან „თავისუფალი დემოკრატები“, რაღაც „ივერია“ თუ კიდევ სხვა.
რაც შეეხება კუბლაშვილს, პავლე არის საშუალო რანგის „ტეხნარი“, საპარლამენტო ჩინოვნიკი“, -განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილი პროგნოზირებს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ წასული ოთხი დეპუტატი არა პარტიას, არამედ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის.
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს, რის შესახებაც ხვალ დეტალურად ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაში,,ადამიანების დიდი ნაწილის გონებაში ჯერ კიდევ საბჭოეთის წითელი დროშა ფრიალებს,,
შემდეგი სტატიაკიევში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა