ქართულ მწვანილს “როსსელხოზნადზორის” მცენარეთა კარანტინის ცენტრში შეამოწმებენ

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებმა საქართველოდან რუსეთში მწვანილის ექსპორტთან დაკავშირებულ წესების დადგენასთან დაკავშირებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო გამოფენის – “მწვანე კვირეული 2015” ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა დოლიძემ და “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა, სერგეი დენკვერტამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ მწვანილის ფიტოსანიტარიული სერთიფიცირების წინმსწრებ პროცედურებს.
მათივე ინფორმაციით, პროდუქციას, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას, ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება “როსსელხოზნადზორის” დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში.
“Gruene Woche 2015” – ის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის არსებული ტვირთბრუნვა, რომელმაც უკვე 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
შეხვედრაზე საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თევზის, თაფლის, მზესუმზირის, სიმინდის და მწვანილის ექსპორტის შესაძლებლობა განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიშენგენის ხელშეკრულება უქმდება?
შემდეგი სტატია“გაზპრომი” ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს