„ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან მნიშნელოვანი როლი აქვს“

ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის განცხადებით, საქართველოს პატრიარქის როლი ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფოს მშენებლობაში დიდია.

ჰაინც ფიშერის თქმით საქართველოში ჩამოსვლამდე დელეგაცია ვიზიტისთვის მოემზადა და საქართველოში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. “საქართველოზე უკვე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები შემექმნა. ჩვენ მოვემზადეთ ამ ვიზიტისთვის, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს საქართველოს. გარკვეულწილად ვერკვევით საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად გავეცანით თქვენ პიროვნებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ თქვენი ბიოგრაფია და ვიცით თქვენი როლი ქართულ საზოგადოებაში, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან მნიშნელოვანი როლი აქვს, მათ შორის ის, რომ კონსტიტუციით, სამართლებრივად განსაზღვრულია მისი სტატუსი, რაც თქვენ როგორც საქართველოს პატრიარქს გაძლევთ იმის უფლებამოსილებას, რომ გარკვეულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებში დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ამავდროულად მინდა მოგახსენოთ, რომ ავსტრიის რესპუბლიკის კონსტიტუციით უზრუნველყოფილია როგორც წამყვანი რელიგიების სტატუსი, ისე ყველა რელიგიური უმცირესობის. ამის მაგალითად მინდა დავასახელო ის ფაქტი, რომ ახლახანს ავსტრიის პარლამენტმა მიიღო კანონი ისლამთან დაკავშირებით, რომელიც ამ რელიგიას ასევე განუსაზღვრავს სტატუსს”, – მიმართა ჰაინც ფიშერმა პატრიარქს.

banner
წინა სტატიაში„სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები შესაძლოა ვერ მოვიზიდოთ,“- აგულაშვილი პრემიებზე
შემდეგი სტატიასაქართველოში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს