ქართული ღვინის ხარისხით რუსეთის სანიტარული სამსახური ისევ უკმაყოფილოა

Forbes life: საუკეთესო ქართული ღვინო

რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული ღვინის–პროდუქტების ხარისხით კვლავ უკმაყოფილოა.

ოფიციალური განცხადება ამ თემაზე როსპოტრებნადზორის გვერდზე გამოქვეყნდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართველი მეწარმეები სისტემატურად არღვევენ წარმოების ტექნოლოგიებს, ხოლო მაკონტროლებელი ორგანოები არასათანადოდ ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს რუსეთში 45 ქართული საწარმოს ალკოჰოლური პროდუქცია შევიდა და აქედან 10 პარტია არ შეესაბამებოდა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს, რის გამოც ის რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. უწყება ამ პროდუქციის ჩამონათვალსაც აქვეყნებს:

ესენია ყვარლის მარნის – კონიაკი “ძველი კახეთი” და “კოლხიდა”, ასევე შპს აგორას “საფერავი”. როსპოტრებნადზორის ინფორმაციით ეს პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ იქნა დაშვებული. უწყება აღნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის მკაცრ კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ელიავას ბაზრობასთან მეხანძრეები დღესაც მუშაობენ
შემდეგი სტატიასაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში “როსპოტრებნადზორის” განცხადების შესწავლა დაიწყეს