ქართული ფუსტალი – პრობლემები, რომელიც არ გვარდება

ართული ფუსტალი – პრობლემები, რომელიც არ გვარდებაფუტსალის ეროვნული ნაკრები უზბეკეთს სტუმრობდა და ორი ამხანაგური მატჩი გამართა ტაშკენტში მასპინძლებთან.
საქართველოს გუნდი პირველ მატჩში 0:3 დამარცხდა, ხელო მეორე ფრედ 3:3 ითამაშა.
მიმდინარე წელი ნამდვილად რომ უიღბლოა. შვიდი შეხვედრიდან 6 წაგება და 1 ფრე, ბურთების შეფარდება 9-32. აქვე ეჭვქვეშ დგას ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან გრიგოლიას, რომელიც ამავდროულად გახლავთ ვიცე-პრეზიდენტი, სამწვრთნელო კომპეტენციის საკითხი.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ-ს) როგორც ეროვნულ, ახალგაზრდულ, ასაკობრივ და ქალთა ნაკრებებს სათავეში უდგანან ლიცენზირებული მწვრთნელები, რომლებიც განათლებას სფფ-ში ბატონ გაიოზ დარსაძესთან გადიან. რანგით ყველაზე დაბალი ლიცენზია ,,C,, ბავშვთა მწვრთნელებზეა განკუთვნილი. ანუ, ჯერ ეს საფეხური უნდა გაიაროს სამწვრთნელო კარიერაში მწვრთნელმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პროფესიონალურ მომავალზე. ერთგვარი ნონსცენსია, ლევან გრიგოლია ლიცენზიის გარეშე წვრთნის ეროვნულ ნაკრებს.
ორი სიტყვით შევეხოთ მწვრთნელის ინტერვიუს FUT SAL TV-ში, რომელსაც საკმაოდ ცოტა მომხმარებელი ყავს, ისევე, როგორც ფუტსალის ასოციაციის ფეისბუქ გვერდს, თუმცა ლაიქებით ლამის ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის გვერდს უსწრებს. ის ბრძანებს, რომ ეხლა იწყებს ნაკრების მშენებლობას და გაზრდას. მოვიძიეთ მასალა და ვინც წლეუელს ირიცხებოდა ეროვნულ ნაკრებში იმ მოთამაშეების უმეტესობას სანაკრებო გამოცდილება ლამის 2010 წლის დასაწყისიდან გააჩნიათ. ზოგს 2006 წლიდანაც კი. ესეც პარადოქსია ერთგვარი, ამ მოთამაშეებმა მსოფლიოს ერთერთ გრანდს პორტუგალიას მოუგეს ორი თამაშიდან ერთი 4:2, ორი თამაშიდან აზერბაიჯანს 2:1 და ბელორუსს 5:4 (ყველა გასვლაზე). სამივე ნაკრები ევროპის ტოპ-10 შედის და ბევრისთვის შესაშური მსოფლიო რეიტინგი აქვს.

ლევან გრიგოლია
ერთერთ გამოცემაში ბატონი გრიგოლია აცხადებს რომ ლეგიონრები არ არიან შესაბამის ფიზიკურ კონდიციაში. მართლაც საინტერესო მოსაუბრეა. ამ განცხადებამდე 3 კვირით ადრე მორჩა მათი კლუბების ჩემპიონატი. კომენტარი ზედმეტია !!!
ავთანდილ ასათიანის მწვრთნელობის დროს ჩვენებურები ორჯერ გავიდნენ ელიტ რაუნდში. ცნობისთვის, ახალგაზრდა ავთანდილ ასათიანს გააჩნია ლიცენზია და უეფა-ს თასზე მალტურ ,,ჰიბერნიანს,,-ს ისტორიული ქულები მოუტანა. ის, როგორც ქართული ასევე მალტური ფუტსალის ისტორიაა უკვე. გრიგოლიას ცხოვრებაში არც ფეხბურთი უთამაშია და არც ფუტსალი. ასათიანი კი ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. მეტიც, სულ მალე ,,თელასი,, მისივე თავკაცობით უეფა ფუტსალის თასის გათამაშებაში ჩაერევა. მეტიც ასათიანის ,,თელასი,, რომელსაც ბატონი აკაკი გვალია ხელმძღვანელობს, პრესტიჟული რუსული ტურნირის ,,ინტერ-რაო,,-ს ზედიზედ ორჯერ ვიცე-ჩემპიონი და ბოლო წლებში ზედიზედ ორჯერ ჩემპიონია. რუსული ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია, სადაც ყაზახეთის და რუსეთის ეროვნული ნაკრებების თუ ახალგაზრდულის მოთამაშეები ასპარეზობენ.
კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რაც ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ტაშკენტში შეხვედრები დაგეგმილი იყო 26 და 27 ივნისს. შეფობამ რატომღაც ეროვნული ნაკრები უზბეკეთში 26 -შივე ანუ თამაშის დღეს ჩააფრინა და რამდენიმე საათის მერე ათამაშა. ნამდვილად ტრაგედიაა.

ართული ფუსტალი – პრობლემები, რომელიც არ გვარდება
მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს არაკომპეტენტურ ხელმძღვანელობასთან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მისივე ხმაშეჩერებულ სუბიექტში (პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი) , ყოველივეს შეისწავლის და ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშნავს პირს, რომელსაც შესაბამისი განათლება გააჩნია. თუ ეს არ მოხდა, მაშინ თამამად შეიძლება დავუსვათ სფფ-ს კითხვა – რაში სჭირდება მას მწვრთნელთა განათლების კურსები. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ფუტსალალებს მსოფლიო შესარჩევი აქვთ გასამართი სულ მალე – სექტემბერში. აქვე ფედერაციამ საყვედური უნდა გამოუტანოს ფუტსალის ხელმძღვანელობას, რათა ეროვნულ ნაკრები ლამის ბოინგით დასვა პირდაპირ სათამაშო არენაზე.
დასასრულს, ბიჭებმა თავი დადეს მოედანზე და ბოლომდე იბრძოლეს ორივე შეხვედრაში, რისთვისაც მათ მადლობის მეტი არ ეთქმით. რასაც ვერ ვიტყვით ასოციაციის ხელმძღვანელობაზე.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა
შემდეგი სტატიაკომერსანტი: ნემცოვის საქმეზე ბრალდებულმა ალიბი დაასახელა