ქართული საღამო კიევის ბოტანიკურ ბაღში

ქართული საღამო კიევის ბოტანიკურ ბაღში

დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზდენტმა რაულ ხაჯიმბამ პრეს-კონფერენციაზე სოხუმის აეროპორტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "სასურველი იქნებოდა სოხუმის აეროპორტის ახლავე ამუშავება, გუშინაც კი. მაგრამ ფინანსები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ აეროპორტი ამავუშაოთ, ჩვენ არ გაგვაჩნია". ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან უკანასკნელი შეხვედრისას აფხაზურმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე დახმარების პირობა მიიღო. "ვფიქრობ, ეს სამუშაოები ყველა შემთხვევაში დაიწყება. აეროპორტისთვის საჭირო დოკუმენტები ყველაფერი მზად არის და მალე აქტიურად დავიწყებთ ინვესტორის მოძიებას" - განაცხადა ხაჯიმბამ. 2014 წლის ნოემბრის თვეში სოხუმის აეროპორტსა და რუსულ "აეროპორტ დეველოპმენტს" შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სოხუმი ვალდებულებას იღებს მოაგვაროს უსაფრთხო ფრენები, ტრანსპორტი, პერსონალის მომზადება. კომპლექსის მშენებლობას - ვაგზალი, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორანები, და ა.შ კი - კონტრაქტორი კომპანია. სოხუმის აეროპორტი დედაქალაქიდან 18 კილომეტრში, ბაბუშერაში მდებარეობს. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.“26-27 სექტემბერს გრიშკოს სახელობის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე “დიდი ქართული სუფრა” გაიშლება.
მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ხაჭაპურით, ხინკალით, მწვადით, ყველით და ღვინით”–ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით,შესაძლებელი იქნება ქართული ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ქართული ფილმების ჩვენება, ცეკვა, საუკეთესო ქართველ მზარეულებთან მასტერ-კლასის გავლა, ქართული ენის გაკვეთილების მიღება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ბოტანიკური ბაღის ბილეთი კი 30 გრივენია. ღონისძიება 11-დან 20 საათამდე გაიმართება.
შემოსული თანხებით ახალ მცენარეების შეძენა მოხდება–წერს ადგილობრივი პრესა

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს